გია ვოლსკი - პრორუსულობის თემის ექსპლუატაცია მიდის, ყველა იჩემებს, რომ პრორუსულები არ არიან, რეალობაში კი, სხვა სურათს ვხედავთ
გია ვოლსკი - პრორუსულობის თემის ექსპლუატაცია მიდის, ყველა იჩემებს, რომ პრორუსულები არ არიან, რეალობაში კი, სხვა სურათს ვხედავთ

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მზად არიან, ითანამშრომლონ და კოალიცია გააკეთონ პრორუსულ პარტიასთან, პრორუსულობის თემის ექსპლუატაცია მიდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იჩემებს, რომ პრორუსული არ არის, თუმცა რეალობაში სურათი სხვაგვარია.

„ყველა იჩემებს, რომ არავითარი პრორუსულები არ არიან, ეს თემა აგდებული აქვთ, როგორც მთავარი საომარი მეთოდი და რეალობაში, სულ სხვა სურათს ვხედავთ. რუსეთისთვის გაკეთდა ყველაფერი 2008 წელს რომ შემოჭრილიყვნენ, ყველა სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა რუსეთზე და ყველანაირად ცდილობენ, რომ რუსეთის აგრესიის ქვეშ მოხვდეთ ახლა, უკვე ეკონომიკური აგრესიის ქვეშ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ ერთს, მოქმედებენ მეორენაირად და მზად არიან, ყველანაირ პრორუსულ ძალასთან გააკეთონ კოალიცია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, რომ ვერ შეძლოს მთავრობის დაკომპლექტება. ეს არის სურათი, რომლის განმარტება გაუჭირდება ნებისმიერ გაიძვერა პოლიტიკოსს, თუმცა მათ შეიძლება, არ გაუჭირდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი