გია ვოლსკი - პრეზიდენტმა ემხვარების შვილიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ისე უთხრა, არც იცოდა, ვის საკითხს იხილავდა
გია ვოლსკი - პრეზიდენტმა ემხვარების შვილიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ისე უთხრა, არც იცოდა, ვის საკითხს იხილავდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, პატიმართა შეწყალებისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლების გამოყენებისას სიღრმისეულად დაფიქრდეს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პატიმართა შეწყალებისას პრეზიდენტს კომპეტენცია უნდა ეყოს, ვითარება ზუსტად შეაფასოს და არა ზედაპირულად და კონვეირულად.

„გადაწყვეტილებები საქმის ღრმა ცოდნით უნდა მიიღოს. შეიძლება, ადამიანი მძიმე მუხლით იყოს გასამართლებული, მაგრამ მისი პიროვნების შესწავლამ მის მიმართ ჰუმანური აქტის დაშვება განაპირობოს. პრეზიდენტს კომპეტენცია და სიღრმისეულობა სწორედ ამიტომ მართებს. მან გადაწყვეტილებები სიღრმისეულად უნდა მიიღოს და არა ისე, როგორც მოქალაქეობის მიცემის დროს. უამრავი რეკომენდაცია და შუამდგომლობა შევიტანეთ, 1918-21 წლებში საქართველოს ერთიანობის პოლიტიკის განსახორციელებლად ზოგიერთ აფხაზს ამხელა დამსახურება აქვს, განსაკუთრებით ემხვარების ოჯახს, რომლის შვილიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ისე უთხრა, რომ იმის შესახებ არც იცოდა, ვის საკითხს იხილავდა. პრეზიდენტს პერსონალურად ეს ახასიათებს, თორემ პრეზიდენტის პრეროგატივაში არ უნდა ჩავერიოთ“, – დასძინა ვოლსკიმ.