გია ვოლსკი - პრემიერმა გაგვაცნო იმ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს მთავრობის შესახებ

პრემიერმა გაგვაცნო იმ კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს მთავრობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებები არ იქნება ტექნიკური ხასიათის და ის შინაარსობრივი იქნება.

„ხვალ პრემიერი დეტალურად ისაუბრეს ცვლილებებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სიღრმისეულად ვისაუბრეთ ამ მიმართულებებზე. ეს არ არის ტექნიკური ცვლილება, ეს არის შინაარსობრივი ცვლილება, რომელიც საინტერესოა. მით უმეტეს, არც ერთ დარგს არაფერი აკლდება. ხვალ პრემიერი ჩვენთან შეთანხმებულ პოზიციას დეტალურად წარმოადგენს და ჩვენ კიდევ კანონი გვაქვს მისაღები და ნდობის საკითხი გვაქვს განსახილველი მომავალში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ გააკეთებს.