გია ვოლსკი - პრემიერის ნათქვამში არსებობს რეალური შინაარსი, რასაც გაითვალისწინებს ნატო-ს შემადგენლობა
გია ვოლსკი - პრემიერის ნათქვამში არსებობს რეალური შინაარსი, რასაც გაითვალისწინებს ნატო-ს შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება ყველა საფუძველს ქმნის, რათა ნატო-ს ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე შეფასდეს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ვოლსკის აზრით, პრემიერის ნათქვამში არსებობს რეალური შინაარსი, რასაც გაითვალისწინებს ნატო-ს შემადგენლობა.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში იყო შეხვედრები. საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა და ბევრი პარამეტრია შეფასებული. ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია, მაგრამ მუშაობა და შექმნილი ვითარება ყველა საფუძველს ქმნის. პრემიერის ნათქვამში არსებობს ის რეალური შინაარსი, რასაც გაითვალისწინებს ნატო-ს შემადგენლობა“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში საქართველოს წევრობის შესახებ მოსაზრება 26 მაისს გამოთქვა.

„იმედი გვაქვს, 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.