გია ვოლსკი - პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს ჩამორჩნენ, ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, ოპოზიციაში ამ ადამიანებს ერთი მშობელი დედა - „ნაცმოძრაობა“ ჰყავთ
გია ვოლსკი - პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს ჩამორჩნენ, ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, ოპოზიციაში ამ ადამიანებს ერთი მშობელი დედა - „ნაცმოძრაობა“ ჰყავთ

პოლიტიკური სუბიექტები ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას თუ ცოდნას ძალიან ჩამორჩნენ. ეს ადამიანები ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, რადგან, ფაქტობრივად, არ ერგებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციაში ამ ადამიანებს ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“.

„როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ისინი იმ დანაშაულებს განერიდნენ, რაც ჩაიდინეს? „ნაცმოძრაობაც“ ერიდება თავის დანაშაულებს. ისინი არაფრით განსხვავებულები არ არიან არც სტრატეგიაში და არც სამომავლო ხედვებში. რასაკვირველია, ამას ამომრჩეველი არ მიიღებს, აქეთ არის სტაბილურობა, იქით – დესტაბილიზაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.