გია ვოლსკი - პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ სადისტური მმართველობის გამეორება შეუძლებელი იქნება
გია ვოლსკი - პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ სადისტური მმართველობის გამეორება შეუძლებელი იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მისაზრებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ჯანსაღი კონკურენციის გზით არ წავა.

ვოლსკის თქმით, ინტელექტუალური რესურსი, რომელიც სჭირდება მმართველობით სისტემას და საკმაოდ რთულ გარემოებებში მართვას, ოპოზიციას არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჰორიზონტზე არ ჩანს.

„ვფიქრობ, მათი მთავარი იარაღი კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე იმუშაოს, რის დიდ სურვილსაც ვერ ვხედავ. დედაქალაქში იმდენი რამეა გაკეთებული, რომ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით თავის აზრი აქვს. როცა დესტრუქციაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად აქვს ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის ნიკა მელიას. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება. ეს საზოგადოებას ახსოვს და შესაბამისად, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო, ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს. არ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი