გია ვოლსკი - პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია, დაველოდოთ, რეალური ფაქტები გამოვლინდება
პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია, დაველოდოთ, რეალური ფაქტები გამოვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნებისმიერი ოფისი, ვისიც არ უნდა იყოს, „ქართული ოცნებისაც“ რომ იყოს, თუ იმაშია შემჩნეული, რომ სახელმწიფო გადატრიალების ქმედებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ეს შესაბამის ზომებს მოითხოვს“.
„საზოგადოება დასაცავია და სამართალდამცველებს პროფესიული მოვალეობის შესრულება მოეთხოვებათ. დაველოდოთ, რეალური ფაქტები გამოვლინდება. თუ ასეთი არ იქნება, არც შესაბამისი რეაგირება არ იქნება“, – გია ვოლსკიმ.