გია ვოლსკი - პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები უჩვეულო არ არის, მაგრამ უჩვეულოა, რაც გახარიამ ჩაიდინა - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა
გია ვოლსკი - პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები უჩვეულო არ არის, მაგრამ უჩვეულოა, რაც გახარიამ ჩაიდინა - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა

პოლიტიკურ სივრცეში მოლაპარაკებები არ არის უჩვეულო ამბავი, მაგრამ უჩვეულოა ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობა, – ასე  შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიას განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც გახარია ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.

„საკრებულოებში მისი წარმომადგენლების პოზიცია განპირობებული უნდა იყოს არა მოლაპარაკებიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესებიდან, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება თემატური საკითხებიდან უნდა მიიღონ – რომელი შეთავაზება სჯობს საზოგადოებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები ან ჩურჩული და კონსპირაცია მისაღები არ იქნება. გარდა ამისა, ადვილად გამოჩნდება, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ესა თუ ის ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესები უნდა იყოს. გიორგი გახარიასთან ჩვენი გუნდიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა. მოლაპარაკებები იმ ადამიანებთან გვექნება, ვინც საკრებულოებში იქნებიან, როცა მათ შეუძლიათ, გადაწყვიტონ ამა თუ იმ საკითხის ბედი. მაგალითად, თუ საზოგადოებისთვის რაღაც საკითხი მნიშვნელოვანი იქნება და ეს „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს, რა თქმა უნდა, მათ საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული უნდა ჰქონდეთ და თუ ამ საკითხზე მივმართავთ, ამაში არანორმალური არაფერი არ არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი