გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ დეპუტატს აკისრია, იმ პროცესში მონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, რაც ქვეყანას სჭირდება
გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ დეპუტატს აკისრია, იმ პროცესში მონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, რაც ქვეყანას სჭირდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ დეპუტატს აკისრია, იმ პროცესში მონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, რაც ქვეყანას სჭირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თაობაზე.

„მთავარია, არ იყოს ტაშ-ფანდური, როგორც მათ სჩვეოდათ, როცა ოპოზიცია დათრგუნული ჰყავდათ და რასაც უნდოდათ, იმას განუკითხავად აკეთებდნენ. კონსტიტუცია შეცვალეს, სხდომაზე 25 ადამიანი იჯდა, სააკაშვილს მოარგეს, რომელიც პრემიერი უნდა გამხდარიყო. სრული განუკითხაობა ჰქონდათ. პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ დეპუტატს აკისრია, უნდა გამოიხატოს იმ პროცესში მონაწილეობაში, რაც ქვეყანას სჭირდება. მათ შორისაა, სახელმწიფო ბიუჯეტი. თუ ამაზე ოპონირება არ იქნება, ცუდია, რადგან ჯანსაღი კრიტიკის პირობებში უკეთეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მეტი შრომა და მუშაობაა საჭირო, რადგან შექმნილი ვითარება უფრო მეტს გვავალებს. უფრო მაგრები უნდა ვიყოთ ერთმანეთის კრიტიკაშიც და საკითხების განხილვისას უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.