გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს
გია ვოლსკი - პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას, პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების მხრიდან.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციებსა და პარლამენტში საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„პასუხისმგებლობის აღებას ვგულისხმობ არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებსაც მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე კავკასიაში ისეთი სტაბილური მოკავშირე სჭირდებათ, როგორიც საქართველოა თავისი ყველა მონაცემით, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი