გია ვოლსკი - პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ბოლო, შემაჯამებელი გამოსვლაა და უმჯობესია, პოლიტიკური დებატები შედგეს
გია ვოლსკი - პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ბოლო, შემაჯამებელი გამოსვლაა და უმჯობესია, პოლიტიკური დებატები შედგეს

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი  მარგველაშვილის ბოლო, შემაჯამებელი გამოსვლაა და ამიტომ უმჯობესია, რომ პოლიტიკური დებატები შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შემაჯამებელ მოხსენებას პოლიტიკური დებატები დამშვენდებოდა.

“არის კრიტიკული კითხვები და წინასწარ იმის თქმა, რა კითხვები გვექნება, რთულია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო ანგარიშია, უმჯობესია, პოლიტიკური დებატები იყოს. რატომღაც, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დებატებს სულ ითხოვდნენ, ამისგან ჯერ თავს იკავებენ. ბევრი გამოსვლა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა იყოს. მთავრობაც იქ უნდა იყოს”, – აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკური დებატები გაიმართება თუ არა, ამის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის.

პრეზიდენტი პარლამენტში წლიურ ანგარიშს 2 მაისის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.