გია ვოლსკი პარლამენტში ახალი ფრაქციების წევრობას გამორიცხავს
გია ვოლსკი პარლამენტში ახალი ფრაქციების წევრობას გამორიცხავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარლამენტში რომელიმე ახლადშექმნილი ფრაქციის წევრი გახდეს.

,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი  ვარ, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის, ასევე პარტიის და ვფიქრობ, ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკანონმდებლო ორგანოში, ახალი ფრაქციების შექმნის საკითხზე, მსჯელობა დღეს ბიუროს სხდომაზე გაგრძელდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორც ახალი ფრაქციების რაოდენობის, ისე მისი შემადგენლობის შესახებ.

დატოვე კომენტარი