გია ვოლსკი - პარლამენტის მაკონტროლებელი როლი გაზრდილია და ამ პროცესის მიმართ ჩრდილის მიყენება არ არის მართებული
გია ვოლსკი - პარლამენტის მაკონტროლებელი როლი გაზრდილია და ამ პროცესის მიმართ ჩრდილის მიყენება არ არის მართებული

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის მაკონტროლებელი როლი გაზრდილია და საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების გამოსვლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამ პროცესის მიმართ კი, როგორმე, ჩრდილის მიყენება არ არის მართებული.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საპარლამენტო საქმიანობის თაობაზე საია-ს მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ახალი პროგრესული რეგლამენტი აღიზიანებს კონკრეტულ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, თუ პოლიტიკური სიმპატიები გააჩნიათ.

„შესაძლოა, რაღაც შესაცვლელი იყოს, მაგრამ მეჩვენება, რომ შენიშვნების უმრავლესობა აბსურდულია. სხვაობა იმას შორის, რაც იყო და რაც ახალი რეგლამენტით არის, პროგრესულია და მაღალ დონეზეა შეფასებული. ეს აღელვებს კონკრეტულ ადამიანებს და სამწუხაროა, რომ საია-მ ისეთი ხარვეზების შესახებ განაცხადა, რაც არ არის საფუძვლიანი“, – განაცხადა ვოლსკიმ.