გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ლაქლაქი აჩვენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციაზეა, რაც განპირობებულია არა ემოციით, არამედ მონაცემებით
გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ლაქლაქი აჩვენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციაზეა, რაც განპირობებულია არა ემოციით, არამედ მონაცემებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა აღარ იციან, საერთაშორისო თანამეგობრობის კომენტარებს რა განმარტება მოუძებნონ.

გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკის განმარტებით, ოპოზიცია ახლა იშველიებს იმას, თითქოს მათთვის მთავარი საზოგადოებაა.

„გეგონება, ამ ხალხისთვის ოდესმე უზრუნიათ, რამე გაუკეთებიათ ვინმესთვის – პენსიონერისთვის, მეომრისთვის, მასწავლებლისთვის ან ფერმერისთვის. ქვეყანა უკან დაწიეს, ამდენი წელი სადისტურ მმართველობაში გაატარეს. ახლა იმას იშველიებენ, თითქოს, საზოგადოება მათთვის მთავარი იყოს. მათი პოლიტიკური ლაქლაქი აჩვენებს ერთ რამეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციაზეა და ეს პოზიცია განპირობებული არ არის ემოციით, განპირობებულია გარკვეული მონაცემებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ახლდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.