გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების მოწოდება, რომ მათთან გაერთიანდნენ, პოლიტიკურ ღლაბუცს ჰგავს, რათა მეტი ყურადღება მიიპყრონ
გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიების მოწოდება, რომ მათთან გაერთიანდნენ, პოლიტიკურ ღლაბუცს ჰგავს, რათა მეტი ყურადღება მიიპყრონ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება, რომ მათთან გაერთიანდნენ, პოლიტიკურ ღლაბუცს ჰგავს, რათა მეტი ყურადღება მიიპყრონ.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ 11 პოლიტიკურ პარტიაში ისეთი პარტიებიცაა, სადაც ერთი ადამიანია წარმოდგენილი.

„მათ შორის, კვალიფიციური პარტიებიცაა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვას ვერც ვიხსენებ, მაგრამ სატელიტური პარტიებიც არსებობს, რომლებსაც უნდათ, სიმრავლე წარმოაჩინონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, რაღაც დიდი გუნდი არსებობს, რომელიც ვაშაძეს მხარს უჭერს. ეს წინასაარჩევნო ტრიუკია. მოწოდება, რომ მათთან გაერთიანდნენ, პოლიტიკურ ღლაბუცს ჰგავს, რათა მეტი ყურადღება მიიპყრონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, „ახალი საქართველოს“  ლიდერი  გიორგი ვაშაძე პროდასავლურ პარტიებს გაერთიანებას და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენას კიდევ ერთხელ სთავაზობს.