გია ვოლსკი - ოპოზიციისთვის საერთაშორისო დონეზე ნათქვამი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ბერკეტის შესუსტება, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ და რევოლუციური პროცესი განავითარონ
გია ვოლსკი - ოპოზიციისთვის საერთაშორისო დონეზე ნათქვამი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ბერკეტის შესუსტება, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ და რევოლუციური პროცესი განავითარონ

ოპოზიციასთან დაკავშირებით ვთქვი და ათასჯერ გავიმეორებ, რომ მათთვის პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება, არა მარტო ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, არამედ საერთაშორისო დონეზე ნათქვამი ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ბერკეტის შესუსტება, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ და რევოლუციური პროცესი განავითარონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებმა რეალობა უნდა შეაფასონ.

„აქედან გამომდინარეობს მათი ვოიაჟებიც, მიმოწერაც და ნებისმიერი განცხადება, რომელიც აზიანებს საქართველოს და არა ხელისუფლებას, რაზედაც საკმაოდ ობიექტურად აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ არ უნდა გაგვათანაბროს ამ შემთხვევაში, ოპოზიციასთან, რომელიც ნებისმიერ მის განცხადებას, თუკი რაიმე ნეიტრალურია ან სახელისუფლო გუნდის სასარგებლოდ ითქვა, პასუხობს აბსოლუტურად უტიფარი, ზღვარგადასული სიტყვებით, რომელიც ლიტერატურაშიც არ გამოიყენება, რაც არ უნდა შავი ლიტერატურა ვუწოდოთ და არანაირ შესაბამისობაში არ მოდის ევროპულ სტანდარტთან. ეს გავითვალისწინოთ. ასე რომ, ჩვენ იმას კი ნუ ვეძებთ, სად სცილდება ჩვენი აზრები ერთმანეთს, ვთქვათ, იგივე სალომე ზურაბიშვილთან, არამედ შევაფასოთ, რა არის რეალობა. რეალობა არის საკმაოდ რთული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.