გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზანია, ახალგაზრდები დარაზმონ და კანონს დაუპირისპირონ, ეს არის ოპოზიციის ზნე
ოპოზიციის მიზანია, ახალგაზრდები დარაზმონ და კანონს დაუპირისპირონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ადამიანებს საქართველოში „მეიდნის“ მოწყობისკენ ღიად მოუწოდებდა.
„მიტინგზე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და გამოსული. მოწოდებები გაისმის, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს. ამაზე პირდაპირ არ საუბრობენ, მაგრამ „ჯახის“ ორგანიზებაზე ლაპარაკია. ეს რომ კანონს დაუპირისპირდება და კანონი შესაბამისად მოქმედებს, არ არის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებული, თუმცა ვინც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, თურმე სინდისის პატიმარია. ახლა კი, ვინც შეწყალება დაწერა, მათ მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვხედავთ. ეს არის ოპოზიციის ზნე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.