გია ვოლსკი - ოპოზიციის არგუმენტი, რუსული კანონი ვიძახოთ, იმდენად უსუსური გახდა, გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ სამართლებრივ გარჩევაში ან იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რასაც ჰქვია პოლიტიკური მრუშობა
გია ვოლსკი - ოპოზიციის არგუმენტი, რუსული კანონი ვიძახოთ, იმდენად უსუსური გახდა, გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ სამართლებრივ გარჩევაში ან იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რასაც ჰქვია პოლიტიკური მრუშობა

იმდენად დიდი და ნათელია განსხვავება რუსულ კანონსა და ჩვენს კანონპროექტს შორის, რომ ამ თემაზე დისკუსიაში შემოსვლა რადიკალური ოპოზიციისთვის მომგებიანი არ არის, ამიტომ არის გაცხადებული, რომ არ შევიდეთ დისკუსიაშიო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის არგუმენტი, ვიძახოთ, რომ ეს რუსული კანონია, იმდენად უსუსური გახდა, რომ გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში ან, თუ გარჩევაში შევლენ, იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რასაც ჰქვია პოლიტიკური მრუშობა.

„სფეროები გადაინაწილეს და ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ ადამიანებზე ზემოქმედება, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან საზღვარგარეთ მყოფი ახლობლისგან ფინანსურ დახმარებას იღებენ, თითქოს ისინი დაინგრევიან და მათი ინტერესი არ იქნება არათუ გათვალისწინებული, არამედ მათ პირდაპირ დაარტყამს. ეს სიცრუე იმდენად უღირსი და შემაძრწუნებელია, რომ დამადასტურებელი ფაქტია, ჩვენი ოპონენტები რა მეთოდით იბრძვიან ამ კანონის წინააღმდეგ. რუსულსაც და ნებისმიერ სახელსაც დაარქმევენ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ სიხისტით, პრინციპულობით და მომთხოვნელობით დასავლური კანონები გაცილებით უფრო აშკარაა, ვიდრე მნიშვნელოვნად ლოიალური ქართული კანონი. ერთადერთს ითხოვს, იყავით გამჭვირვალენი და გვითხარით, რა პროექტებს აფინანსებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ვეღარ დაუშვებს, ვინმემ დააფინანსოს ზონდერჯგუფის მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებაზე. ეს არის ამ კანონის იდეა, საზოგადოების წინაშე იყო პასუხისმგებელი ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ.

ოპოზიციის არგუმენტი, რომ არ შევიდეთ ძიებაში და ვიძახოთ, ეს რუსული კანონია, იმდენად უსუსური გახდა, გადაწყვიტეს, საერთოდ არ შევიდნენ არანაირ სამართლებრივ გარჩევაში ან, თუ გარჩევაში შევლენ, იმდენად დიდი სიცრუე თქვან, რაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და პოლიტიკური მრუშობა ჰქვია. წინა კანონპროექტი რომ შემოვიტანეთ, პრინციპული შეთანხმება იყო, მათ შორის ელჩებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომ მომავალში არ იქნებოდა დაშვებული არანაირი გაუმჭვირვალობა, რასაც საქართველოში კონკრეტული ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ფულის გამოყენება ჰქვია. ეს არ შესრულდა. რაც მთავარია, ევროდირექტივა არსებობს, რომ ანალოგიური კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული ევროპის ყველა ქვეყანაში. ადამიანები როდესაც ამბობენ, რომ ეს კანონი იმოქმედებს მათზე, ვისაც საზღვარგარეთიდან ურიცხავენ ფულს, იმდენად უტიფარი, უზნეო ტყუილია, რომ მიგვანიშნებს, თუ რა პათოსით მოდიან ამ საკითხის განხილვაზე ჩვენი ოპონენტები. ასეთ ტყუილს როდესაც კადრულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შედგება არანაირი სამართლებრივ სფეროში თუნდაც მწვავე კამათი. ეს იქნება ტრენდი, რომელიც „ნაცმოძრაობას“, დიდი ხანია, აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.