გია ვოლსკი - ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებები ახალი არ არის, ამ განცხადებების სუსხი „ლელოს“ ჯერ არ უგემია
გია ვოლსკი - ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებები ახალი არ არის, ამ განცხადებების სუსხი „ლელოს“ ჯერ არ უგემია

ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებების კეთება ახალი არ არის, ამ განცხადებების სუსხი „ლელოს“ ჯერ არ უგემია, თუმცა ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული თითქმის ყველას, უფრო მეტიც, არათუ მძიმე, არამედ ეთიკურ ზღვარს გადასული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისთვის ყველა მოემზადოს.

„ახლა „ლელოს“ მიმართ განცხადება გააკეთა ოქრუაშვილმა და ხვალ მის მიმართ განცხადებას ისინი გააკეთებენ, ეს ამ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია.

პოლიტიკურ შეხედულებებს აქვს მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის სუბიექტი თავისი ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც უამრავ პრობლემას არის დაპირისპირებული. მათი პოზიცია როგორ გამოიხატება, ამას საზოგადოება შეაფასებს. ასეა თუ ისე, 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისთვის უნდა მოემზადოს ყველა“, – განაცხადა გია ვოლკსკიმ.

„თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“, – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით მამუკა ხაზარაძეს მიმართავს.