გია ვოლსკი - ოპონენტებსა და საზოგადოებას თუ რაიმე ფორმულას ან სისტემას ვთავაზობთ, მიზანი ერთადერთია, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული
გია ვოლსკი - ოპონენტებსა და საზოგადოებას თუ რაიმე ფორმულას ან სისტემას ვთავაზობთ, მიზანი ერთადერთია, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული

ოპონენტებსა და საზოგადოებას თუ რაიმე ფორმულას ან სისტემას ვთავაზობთ, მიზანი ერთადერთია, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების თემაზე განუცხადა.

„მთავარი ამოსავალი წერტილი, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება მოლაპარაკების თემის მიმართ, ერთადერთი და უალტერნატივოა – ეს არის სახელმწიფოს ინტერესები. თუ ოპონენტებსა და საზოგადოებას რაიმე ფორმულას ან სისტემას ვთავაზობთ, ამის მიზანი ერთადერთია, რომ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული და გამოწვევებით სავსე რეგიონში საქართველო იყოს გამორჩეული სტაბილურობითა და განვითარების პერსპექტივით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.