გია ვოლსკი - ოპონენტები მზად არ არიან იმ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, რასაც პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ჰქვია
გია ვოლსკი - ოპონენტები მზად არ არიან იმ საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, რასაც პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ჰქვია

ჩვენი ოპონენტები მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც მათ შეუკვეთა საზოგადოებამ, რისთვისაც ჩატარდა არჩევნები და მიიღეს ხმები. მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის, მეხუთე რაუნდის გაჭიანურებას, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია, რათა საბოტაჟი არ გაგრძელდეს.

„ვფიქრობ, საგანგებო მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან პროცესების დაფიქსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით, ვინც ხელშემწყობი ფუნქციით გამოდის. ისტორიას ახსოვს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები საშინაო და საგარეო საკითხებზე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ეს საბოტაჟი არ გაგრძელდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.