გია ვოლსკი - ოპონენტები ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობამ ცუდის გარდა, არაფერი მოუტანათ, მათი დივიდენდები სერიოზულად დაეცა
გია ვოლსკი - ოპონენტები ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობამ ცუდის გარდა, არაფერი მოუტანათ, მათი დივიდენდები სერიოზულად დაეცა

ოპონენტები ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობამ ცუდის გარდა, არაფერი მოუტანათ, მათი დივიდენდები სერიოზულად დაეცა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩრდილოვან კაბინეტზე დღეს ყველა საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლიდერობა თავიდან რომ აიღო და შალვა ნათელაშვილის გარშემო რომ შექმნა გარკვეული გაერთიანება, ამ გაერთიანების ახლიდან შექმნა უნდა, თუმცა ოპონენტები ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობამ ცუდის გარდა, არაფერი მოუტანათ, მათი დივიდენდები სერიოზულად დაეცა, თუმცა არც თუ ისე მაღალი ჰქონდათ ისედაც. ეს გაერთიანება იმდენად ეკლექტურია, რომ თუ გაერთიანედებიან, ერთადერთ მიზანს მოემსახურებიან, რაც წარმატებით ისედაც ვერ შეასრულეს, რომ „ნაცმოძრაობას“ დაუდგნენ მსახურად, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას სიმრავლე და ფორმატი დაანახონ, რომელიც არა მხოლოდ ეკლექტურია, არამედ ეს არის ერთმანეთის მიმართ ზიზღით აღსავსე ადამიანების გუნდი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი