გია ვოლსკი - ოპონენტები ცდილობენ, კანონი როგორმე შეახონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია
გია ვოლსკი - ოპონენტები ცდილობენ, კანონი როგორმე შეახონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რაიმე მანიპულაციით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ბიძინა ივანიშვილის შეეხოს.

ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის ჩართული და ასევე უარი აქვს ნათქვამი ნებისმიერ მედიასაშუალებაზე.

„ოპონენტები ცდილობენ, როგორმე რაიმე მანიპულაციით კანონი  ბიძინა ივანიშვილს შეახონ, რომელსაც თავისი მდგომარეობით არასდროს უსარგებლია და ფულადი რესურსი არ მიუღია. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არათუ არ მონაწილეობს, არამედ საერთოდ უარი თქვა ნებისმიერ მედიასაშუალებაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.