გია ვოლსკი - ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმაც და ადამიანებმაც დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე
გია ვოლსკი - ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმაც და ადამიანებმაც დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე

ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმაც და ადამიანებმაც უნდა დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

„მიმდინარეობს კამათი იმაზე, უნდა იყოს თუ არა ნულოვანი ბარიერი. უნდა იყოს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურმა პარტიებმაც და ადამიანებმაც უნდა დაინახონ, ვის რა წონა აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე. უნდა დაინახონ, რომ ბლოკის ფარგლებში რომელიმე პარტიაზე მიწებება არ არის სწორი, ვინაიდან თუ 13 000 ხმას ვერ აგროვებ, არ უნდა გქონდეს იმის პრეტენზია, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს რუსთავში გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.