გია ვოლსკი - ნინო ლომჯარია ცნობილია პრინციპული პოზიციით, იმედი მაქვს, იმ ცდუნებას არ აჰყვება, რაც ხშირად ჰქონდა უჩა ნანუაშვილს
გია ვოლსკი - ნინო ლომჯარია ცნობილია პრინციპული პოზიციით, იმედი მაქვს, იმ ცდუნებას არ აჰყვება, რაც ხშირად ჰქონდა უჩა ნანუაშვილს

ნინო ლომჯარია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ გადაიჭრება, იმ ცდუნებას არ აჰყვება, რაც ხშირად ჰქონდა უჩა ნანუაშვილს, რომ პოლიტიკაში შემოჭრილიყო თავისი განცხადებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას კანდიდატურის დასახელება სწორი გადაწყვეტილებაა.

“ალბათ, ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ცდუნება, რომ სახალხო დამცველად, ან ისეთ სტრუქტურაში, რომელსაც ევალება, რომ მკაცრი, ობიექტური და მომთხოვნი იყოს, აირჩიოს ის ადამიანი, რომელსაც რაღაცას უკარნახებს,  ჩასჩურჩულებს, ან შესაბამისი მიმართულებით წაიყვანს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ამ ცდუნებას “ქართული ოცნება” არ აჰყვა. ნინო ლომჯარია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის არ გადაიჭრება, იმ ცდუნებას არ აჰყვება, რაც ხშირად ჰქონდა უჩა ნანუაშვილს, რომ პოლიტიკაში შემოჭრილიყო თავისი განცხადებებით. ალბათ, დაფასება სჭირდება იმ პროცესებსაც, რომელიც 2012 წლიდან განვითარდა – სახალხო დამცველის მოხსენებებზე ვალდებულება ანგარიშგებისა მინისტრების მხრიდან. პრაქტიკულად, როდესაც ვსაუბრობთ შეუსრულებელ რეკომენდაციებზე, არ უნდა დაგვავწყდეს, რომ შესრულებული რეკომენდაციაც ბევრი არსებობს. განვლილი სამუშაო მაინც უნდა შევაფასო დადებითად, თუ იმ კუთხით ვუყურებთ, რომ უნდა იყოს კრიტიკული. ვფიქრობ, მომავალში ინსტიტუტი დაიხვეწება, იქნება მაქსიმალურად კრიტიკული და მაქსიმალურად ობიექტური”, – განაცხადა გია ვოლსკიმ