გია ვოლსკი - ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება, მისთვის ლევან ხაბეიშვილთან დამარცხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასია
გია ვოლსკი - ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება, მისთვის ლევან ხაბეიშვილთან დამარცხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასია

ნიკა მელია დამარცხებას არ ეგუება, მისთვის ლევან ხაბეიშვილთან დამარცხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრების ტოლფასია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კეზერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ხაბეიშვილის ფრთის ინტელექტუალური დონე აამაღლოს და ამისთვის მის ფლანგზე გიორგი ვაშაძე შეიყვანა, რომელსაც არჩევნები წაგებული აქვს ნიგერიის მოქალაქესთან.

„მგონი, მან 0,6 პროცენტი აიღო და მისმა მოწინააღმდეგე ნიგიერიელმა 0, 5 პროცენტი. ხალხო, რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ? მელია არ იყო, გავეშებული პარლამენტს რომ უტევდა და ახალგაზრდების სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ? მელია არ იყო, გავეშებული ცესკო-ს რომ უტევდა? ხაბეიშვილი არ არის, ვინც ამბობს, ამ ქვეყანაში რა დროს არჩევნებია, რევოლუცია უნდა მოხდესო? ერთი და იმავე შინაარსის პოლიტიკური ფრთა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ერთს აფინანსებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი ხელმძღვანელობს, მეორე ასეთ დაფინანსებას მოკლებულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.