გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობაში“ გამარჯვების პლატფორმა ვერ იქნება, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ნიშას არ დაიჭერენ, რომელიც ქვეყნის დასანგრევად კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ მისი უკეთესი მომავლისთვის
„ნაცმოძრაობაში“ გამარჯვების პლატფორმა ვერ იქნება იქამდე, ვიდრე რეალურ ოპოზიციურ ნიშას არ დაიჭერენ, რომელიც ქვეყნის დასანგრევად კი არ უნდა მუშაობდეს, არამედ მისი უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამ ვითარებაში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნა, რომელში ჩართვას ესწრაფვის სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, რადგან თავად პარტიების განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ ყუათიანად არიან დაფინანსებული.
„ეტყობა, აქამდე პარტიული მშენებლობისთვის ან რაიმე პროგრამული მუშაობისთვის ვერ მოიცალეს და ერთადერთი კუნძულია „ნაცმოძრაობა“, საიდანაც შორს არც არასდროს წასულან“, – განაცხადა ვოლსკიმ.