გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და არ ჩამოყალიბდნენ როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და არ ჩამოყალიბდნენ როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს

„ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და ბოლომდე არ ჩამოყალიბდნენ როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე, „ნიკა მელიამ ვერ ივარგა, მან პროცესი მიაძინა“.

„ნიკა მელიას ადვოკატი არ ვარ, მაგრამ პროცესი მან კი არ მიაძინა, საზოგადოების ანტიპატია გაჩნდა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარნახობს, საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და საქართველოში ცეცხლის ალი გადმოიტანოს, მიიღოს ეკონომიკური თვითდაზიანება და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ეს აშკარაა, რომ ვინც არ უნდა იყოს, ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია, ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს. „ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნოს და ბოლომდე არ ჩამოყალიბდეს როგორც ზონდერჯგუფი, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.