გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია მეტი რესურსი, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური, გარდა იმისა, რომ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია მეტი რესურსი, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური, გარდა იმისა, რომ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში

„ნაცმოძრაობას“ მეტი რესურსი, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ გარკვეული ადამიანების, გარკვეული ჯგუფის, პოლიტიკოსების მისწრაფება. ეს მისწრაფება ემთხვევა იმ მისწრაფებას, რომელიც გააჩნია რუსეთს.

„საკმაოდ მძიმე პროცესები ვითარდება რეგიონში, მსოფლიოში და რასაკვირველია გეოპოლიტიკურად საკვანძო პოზიციის მქონე საქართველოში, დესტაბილიზაცია, დაპირისპირებების პროვოცირება არის მის ინტერესში, 500 კაცი იქნება, თუ 1 500, რომელიც პერიოდულად იკრიბება მელიას გარშემო. რასაკვირველია, ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, საკმაოდ სერიოზულია ის ეჭვები და გარემოებები, რომლებიც ამ პოლიტიკური ძალის გარშემო იქმნება, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ, ემსახურებიან სახელმწიფოს, თუ არაჯანსაღ პოლიტიკურ ძალას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.