გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან ვერ მოახერხა დესტრუქცია, ახლა შეიძლება, გაუჩნდეთ სურვილი, პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფული
გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან ვერ მოახერხა დესტრუქცია, ახლა შეიძლება, გაუჩნდეთ სურვილი, პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფული

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან ვერ მოახერხა დესტრუქცია, ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ შიგნით პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია უნდა შეცვალოს და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდეს.

„საზოგადოება ელოდება კონსტრუქციულ მსჯელობას და კონსტრუქციული მსჯელობა არ ნიშნავს, რომ მწვავე მსჯელობა არ უნდა იყოს, მაგრამ თავად ყოფილი პარტიელებიც გარკვეული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს აღნიშნავენ ამ შემადგენლობაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებენ, რა უნდა ჩვენს ქვეყანას და რა პრობლემები არსებობს მის წინაშე, როგორ შეიძლება ეს პრობლემებიც დაიძლიოს. ვიმუშაოთ, პარლამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციისთვის. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია, ახლა შეიძლება, გაუჩნდეთ სურვილი, რომ შიგნით პარლამენტში ჩამოაყალიბონ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, რაშიც კარგად არიან გაწაფულნი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი