გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის დიდი სურვილია
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის დიდი სურვილია

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს, განცხადებებს აკეთებს, საფლავში ჩავყვეთ და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას დააზიანებს.

„აქეთა მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება იმ მოქმედებებზე არ მოახდინოს, რასაც ერთი მხარე აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. ამას არ უნდა ავყვეთ, ჩვენი გეგმა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე ის ღონისძიებაა, რომელიც ორბელიანზე ჩატარდა და ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება“, – განაცხადა ვოლსკიმ.