გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გადატრიალებაა, სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, ასევე არაერთმა ლიდერმა აღწერა, რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გადატრიალებაა, სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, ასევე არაერთმა ლიდერმა აღწერა, რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ

სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა აღწერა სიტუაცია, რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საოცარია, კიდევ რომ ისმის კითხვა – „ნაციონალური მოძრაობა“ დეკლარირებას რატომ არ აკეთებს იმისას, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იქნებ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გადატრიალებაა.

„ძალისმიერი მეთოდით ცდილობდნენ, ცესკო-ს შენობაში შეჭრილიყვნენ. სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა ისევე, როგორც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა აღწერა სიტუაცია, თუ რა ძალებითა და რესურსით სურდათ, მიზნისთვის მიეღწიათ. ამის შემდეგ კითხვის დასმა, თუ რატომ არ საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების მშვიდობიანობაზე და რატომ არ ცვლის გეგმას, არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.