გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

„როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება, ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – „ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი და ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ შესაძლოა, წინ წამოიწიონ ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციით მუშაობას გააგრძელებს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის პერსპექტივას, ამას ვერ ვხედავ, რადგან მათ ცალკეულ ლიდერებს ამის სურვილი და იდეები რომც ჰქონდეთ, გაუწბილდებათ მაშინვე, როგორიც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.