გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ არიან დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რამაც მოიტანა შედეგად გრძელვადიანი უკანონობის პროცესი
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“ არიან დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რამაც მოიტანა შედეგად გრძელვადიანი უკანონობის პროცესი

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთისადმი დათმობითი პოზიცია და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყოველდღიური შეხსენების იგნორირება, ასევე ის, რომ ხელი შეუწყვეს აგრესიას და საერთაშორისო დონეზე ამ აგრესორებს მართებულობა ხელმოწერით გაუფორმეს, ასევე ის, რომ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს, ეს პოლიტიკა თავს გვახსენებს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სახით და ასპექტით, ეს არის ე.წ. ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„თუ ვინმეს ამ თემით სპეკულირება შეუძლია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი „კლასტერი“. ისინი არიან დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შედეგი მოგვცა ის, რასაც ვუყურებთ ამ გრძელვადიანი უკანონობის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც უკანონობა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ გაყოფილ ევროპას ეხება, ეს უკანონობაც ადრე თუ გვიან დასრულდება. ვალდებულებები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია, შესრულებული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკი ამბობს, რუსეთს პროვოკაციის, უკანონობის, საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვის საშუალება იმ პოლიტიკურმა ძალამ მისცა, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.

„რასაკვირველია, პროვოკაცია და აგრესიაა. სიტყვა  პროვოკაცია უღიმღამოა იმასთან შედარებით, რასაც ოკუპაცია ჰქვია. ეს არის პროვოკაციაც, უკანონობაც და საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა. რუსეთს სწორედ ამის საშუალება მისმა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. პრობლემაა კიდევ ის, რომ ამ ძალას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები, ასევე თავისი რუპორი მედიასაშუალებები და კიდევ ქმნიან აჟიოტაჟს, როდესაც საერთოდ გაჩუმებულები უნდა იყვნენ და ალბათ, უნდა ინანიებდნენ იმ ცოდვებს, რომელიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.