გია ვოლსკი - ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა შესთავაზონ, თუმცა ვერავინ წაშლის წარსულს, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ჰქონდათ
გია ვოლსკი - ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანას „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა შესთავაზონ, თუმცა ვერავინ წაშლის წარსულს, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ჰქონდათ

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის პოპულარული, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, ალტერნატივა შესთავაზონ ქვეყანას, გამიჯვნა საკმაოდ გაუჭირდებათ, ვინაიდან ერთი შემადგენელი ნაწილია, ვერავინ წაშლის წარსულს, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ჰქონდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ  განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ შესაძლო ალიანსში გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ვოლსკის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რაღაც საკითხებთან მიმართებით კონკრეტული ხედვა წარმოადგინონ.

„დამოკიდებულება, რომელიც ამ პარტიებმა გამოამჟღავნეს, გამომდინარეობს პოლიტიკურ სივრცეში შექმნილი ვითარებიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის პოპულარული, აქედან გამომდინარე, ცდილობენ, ალტერნატივა შესთავაზონ ქვეყანას. განცხადებები, ის დამოკიდებულება, რაც გამოავლინეს, „ნაცმოძრაობის“ ნეკროლოგად უფრო ჟღერს, ვიდრე როგორც გამიჯვნის მცდელობა. გამიჯვნა საკმაოდ გაუჭირდებათ, ვინაიდან ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ შემთხვევაში მე არ ვიცი, რა განსხვავებულ თეორიას და მიდგომას წარმოადგენენ.

აქ სიტყვების თამაშია, პროევროპულ გაერთიანებას ქმიან, ვითომ სხვა არაევროპული იყოს და ვინმეს რამე გაეკეთებინოს ევროპის მიმართულებით. ეს იყო მწამებელთა პარტია, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ არავითარი მოსანანიებელი არაფერი სჭირს „ნაცმოძრაობას“, შემდეგ ვითომ გამოეყო, ვითომ პროევროპული სულისკვეთების პარტიებად უნდათ თავის წარმოჩენა, მაგრამ ვერავინ წაშლის იმ წარსულს, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ჰქონდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გაემიჯნონ და რაღაც საკითხებთან მიმართებაში კონკრეტული ხედვა წარმოადგინონ, რაც მიმაჩნია, რომ უპერსპექტივო ძალისხმევა იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.