გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობის გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც მოხვდეს 
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობის გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც მოხვდეს 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იარაღი ის რესურსი არაა, რითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ.

მისივე თქმით, თუმცა არც დევნა და არც ეგრეთ წოდებული ბულინგი გამოსარიცხი არ არის.

„არ მგონია, რომ იარაღი იყოს ის რესურსი და ფაქტორი, რითაც შეიძლება, პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, არც დევნა, ბულინგს რომ უწოდებენ და არც ფიზიკური ანგარიშსწორება. მით უმეტეს, ეს არა ემოციით იქნება გაკეთებული, არამედ იმ მიმართულებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავითარებს – ძალადობის კულტივაცია, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხრიდანაც ძალადობის პროვოცირება, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზანს, გეგმას მიჰყვება და შეიძლება, მათთვის სასურველ სამიზნეებში იაგო ხვიჩიაც ჩაერთოს. იგივე ბათუმის ინციდენტი გავიხსენოთ. გამორიცხული არაფერია. სახელმწიფო იმ დონეზე დგას, რომ ეს ყველაფერი აღკვეთილი იყოს. გარდა ამისა, არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოება, არამედ ქართველი ხალხიც არ მიიღებს ბრძოლის ამ მეთოდებს, რომელმაც ჭირი მოგვჭამა და ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან ცუდი მხრიდან ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.