გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მთავარი თემაა ერთმანეთში შეჯიბრი, ვინ მეტი დესტრუქციის გამკეთებელია, ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული იქნება ამ კუთხით
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მთავარი თემაა ერთმანეთში შეჯიბრი, ვინ მეტი დესტრუქციის გამკეთებელია, ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული იქნება ამ კუთხით

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების მთავარი თემა არის ერთმანეთს შორის შეჯიბრი, ვინ მეტი დესტრუქციის გამკეთებელია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული იქნება ამ მიმართულებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს განიცდის, სუსტდება, დაპირისპირებამაც თავი იჩინა, უბრალოდ, საგულისხმო და ხაზგასასმელია, რომ დაპირისპირების მთავარი თემა არის ერთმანეთს შორის შეჯიბრი, ვინ უფრო მეტი დესტრუქციის გამკეთებელია ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი თემა. ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ იგი ყველაზე წარმატებული იქნება ამ მიმართულებით.

რასაკვირველია, ხაბეიშვილი ფავორიტია კეზერაშვილისთვის, ლიდერია, რომელსაც აფინანსებს და უნდა ვიგულისხმოთ, რომ მხარდაჭერაც სერიოზული ექნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვას ნაკლები პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი სწორედ მას დაეხმაროს, ვინაიდან ხაბეიშვილზე არანაკლები არც შეძახილები იციან, არც რევოლუციისკენ და დესტაბილიზაციისკენ მოწოდება. ასე რომ, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება ერთმანეთთან დაპირისპირება. ამომრჩევლებმა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ კრიტერიუმით უნდა შეაფასონ, რაც საკმაოდ გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა რეალობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.