გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ღვარძლი და ბალღამიც აქვს დაბუდებული, ის ამოსდით, ადამიანების უფლებები გადათელეს და იმავე პათოსით ცდილობენ, ხელისუფლებაში მოვიდნენ
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ღვარძლი და ბალღამიც აქვს დაბუდებული, ის ამოსდით, ადამიანების უფლებები გადათელეს და იმავე პათოსით ცდილობენ, ხელისუფლებაში მოვიდნენ

შიგნით რა ღვარძლი და ბალღამი აქვთ დაბუდებული, ის ამოსდით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს ჩატარებული საყოველთაო-სახალხო შეკრების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გამოიჩინა იმ პერიოდში, როდესაც ადამიანების უფლებები გადათელა და ახლა იმავე რესურსით და პათოსით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, რომ იგივე დაატეხოს ქვეყანას.

„შიგნით რაც აქვთ დაბუდებული ღვარძლი და ბალღამი, ის ამოსდით. რაც არ უნდა პროდასავლური და გარეგნულად ევროპული ქვეყნების მოქალაქის სახე მიიღონ, შიგნით ნეგატიური რესურსია, რასაც ეს ხალხი ატარებს. თავი გამოიჩინეს იმ პერიოდში, როცა ადამიანების უფლებები გადათელეს და ახლა იმავე რესურსით და იმავე პათოსით ცდილობენ ხელისუფლებაში მოვიდნენ და იგივე დაატეხონ ქვეყანას. მათ ბოროტ განცხადებებში იგრძნობა ის არსი, რაც აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.