გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლასტერს არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ და არ აწყობთ
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კლასტერს არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ და არ აწყობთ

ვერ გეტყვით, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიგებში რაიმე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი უფრო ნაკლებად, ზოგი უფრო მკაფიოდ და ხისტად ამბობს ერთსა და იმავეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმება არ აწყობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ კლასტერს არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ და არ აწყობთ. აქედან გამომდინარეობს დესტრუქციის მცდელობა, რუსეთის აგრესიაზე დამთხვევა, ის მოძრაობები და იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მთელი ნუსხა, რომ როგორმე საქართველოში შეიქმნას დესტაბილიზაციის ის ხარისხი, როდესაც ქვეყანას არ ექნება სხვა გამოსავალი თუ არა რევოლუციურ ტალღაზე მოექცეს. ეს არის მთავარი აზრი. არსებობს კიდევ გარკვეული თამაშები, რურუას გამოშვების თემა ვითომ პოლიტიკური მოღვაწეა, მელიას დაჭერა რომელიც თვითონ გაითამაშეს, ჩამოაყალიბეს და შედეგიც ისეთი მიიღეს, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, არა არჩევნებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.