გია ვოლსკი - მზად ვართ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გავიზიაროთ, ზუსტად გაიწერება კრიტერიუმები, ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული
გია ვოლსკი - მზად ვართ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გავიზიაროთ, ზუსტად გაიწერება კრიტერიუმები, ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, ზუსტად გაიწერება კრიტერიუმები, ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული.

„უკრაინული კანონის თარგმანი გავაკეთეთ და ვენეციის კომისიაში წარვადგინეთ, რაზეც კომისიას შენიშვნები აქვს. მზად ვართ, რეკომენდაციები გავიზიაროთ. ზუსტად გაიწერება კრიტერიუმები, ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული. ცალკეულ გვარებს ნუ განიხილავთ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით. „ნაცმოძრაობა“ და მისი რუპორები ცდილობენ, ეს თემა შემოიტანონ და საკითხი გვარებზე გადაიტანონ, თუმცა ჩვენ მოგვისმენია კეზერაშვილის თვითაღიარება, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც აქვს, პოლიტიკაზე გავლენაც და ბიზნესმენიც არის“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.