გია ვოლსკი - მუქარის წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, ხელმოუწერელი, რაღაც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა
გია ვოლსკი - მუქარის წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, ხელმოუწერელი, რაღაც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა

ვფიქრობ, იმდენად ნათელია ფინანსური კომბინაციის სქემა და უკანონობა, რომ ერთადერთი გზა, რომ ვითარება გადასულიყო მათთვის სასარგებლო ჩარჩოში, რაიმე ხმამაღალი თუნდაც აბსურდული განცხადების გაკეთება იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა,

მისი თქმით, მუქარის წერილზე მამუკა ხაზარაძის განცხადებამ ოპოზიციას მისცა საშუალება, საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ესაუბრა.

„ეს არის მთავარი თემა. მე ვფიქრობ, ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც ეჭიდებიან ადამიანები, ვინც საკმაოდ  სერიოზული გადაცდომა ჩაიდინა. რაც შეეხება პორტს, ეს  მთავრობის პროექტია იმდენად, რამდენადაც მას  პოლიტიკური მოკავშირეები ჰყავს მსოფლიოში. რაც შეეხება თავად „თიბისი ბანკს“, რასაკვირველია, აქციონერთა საბჭო ყურადღებას მიაქცევს, რომ ტოპ მენეჯერის პოსტის მიმართ გაჩენილი კითხვები არ გახდეს საფუძველი, იმისა რომ ბანკმა ვერ გააგრძელოს საქმიანობა. თუმცა ერთს ვიტყვი, როდესაც ადამიანებს ბანკიდან გამოაქვთ სესხი, ის არის უზრუნველყოფილი სახლით და სხვა მატერიალური ფასეულობებით. სესხი გაიტანეს და იმავე დღეს დაუბრუნეს პირად ანგარიშებზე ხსენებულ პირებს ისე, რომ არანაირად უზრუნველყოფილი არ იყო. შემდეგ გადაფორმდა ოფშორზე და არც ერთი დღე არავის უზრუნია, რომ აღნიშნული სესხი დაეფარა. ეს არის რეალობა და ამ რეალობის იქით არის წერილი, რომელიც ხელმოუწერელი, რაღაც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა “,-განაცხადა გია ვოლსკიმ