გია ვოლსკი - მუდმივი საბოტაჟი, რომელიც სამუშაო ჯგუფებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაუწიეს, ისევ გაგრძელდება, მათი ეს სტრატეგია არ იცვლება და არც მიზეზი გამოელევათ
გია ვოლსკი - მუდმივი საბოტაჟი, რომელიც სამუშაო ჯგუფებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაუწიეს, ისევ გაგრძელდება, მათი ეს სტრატეგია არ იცვლება და არც მიზეზი გამოელევათ

მუდმივი საბოტაჟი, რომელიც სამუშაო ჯგუფებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაუწიეს, რასაკვირველია, ისევ გაგრძელდება. მათი ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სერიოზული ისტერიკა გამოიწვია სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებამ, რადგან ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ სტატუსის მიუღებლობის გამო განვითარებულიყო დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესი.

„ეს არ მოხდა და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე, გამოიყენებენ სიტყვა დათქმას, პირობას და ეცდებიან, 15 დეკემბრამდე იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე და ბარიერები ააშენონ.

ეს არის სტრატეგიული ამოცანა და ამის უკან იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული რაღაც გეგმის შემუშავებაში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და რაღაც ჰაერიდან მოტანილი მიზეზი, რომელიც არ გამოელევათ არასდროს. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება მათი მხრიდან განხორციელებული დესტრუქციული საბოტაჟის სტრატეგია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.