გია ვოლსკი - მოწერელია იქნება, თუ ბოკერია, სიკეთეს თუ აკეთებს, უნდა გააგრძელოს
გია ვოლსკი - მოწერელია იქნება, თუ ბოკერია, სიკეთეს თუ აკეთებს, უნდა გააგრძელოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, როცა ოპოზიციის მიერ დიდი სუფრები გაიშალა, მათ შორის ფოთში, მაშინ კითხვები არ დასმულა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვას ეხება.

„მედიკამენტები თუ იმათთვის რიგდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს და უარს ეუბნებიან მათ, ვინც ხელისუფლებას არ უჭერს მხარს, ეს არის მოსყიდვა, მაგრამ თუ მედიკამენტების გაცემა ჩვეულებრივად იმ რეჟიმში გრძელდება, რასაც სახელმწიფო ყოველთვის აწარმოებდა, ეს არ წარმოადგენს არც ერთი რომელიმე პარტიის პრივილეგიას. განსხვავება ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დახმარებას კონკრეტული პირები იღებდნენ და მაშინ დიფერენციაცია ხდებოდა. რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას მხრიდან ეკლესიის მშენებლობას, თუ ეს ჩანაფიქრი იყო და ყველამ იცის, რომ ეკლესიას აშენებდა, ამის გეგმა აქვს, წინასაარჩევნოდ მშენებლობის გაჩერება მიამიტობა იქნებოდა. თუ ვინმე რამე სიკეთეს აკეთებს, ყველამ უნდა გააგრძელოს, მოწერელია იქნება, თუ – ბოკერია“, – განაცხადა ვოლსკიმ.