გია ვოლსკი - მოსამართლეობის კანდიდატებს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, წინ საკმაოდ რთული გამოცდა აქვთ, საზოგადოება ხედავს კითხვებსაც და პასუხებსაც
გია ვოლსკი - მოსამართლეობის კანდიდატებს, მათ შორის შალვა თადუმაძეს, წინ საკმაოდ რთული გამოცდა აქვთ, საზოგადოება ხედავს კითხვებსაც და პასუხებსაც

ადამიანები უნდა განვსაჯოთ საქმის მიხედვით, რომელსაც ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა კითხვაზე, გახდება თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა წარმატებული კარიერის პირობებშიც კი, შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ სხვა სფეროში სცადოს საკუთარი შესაძლებლობები, მით უმეტეს, თუ შესაბამისი განათლება და მორალური უფლება აქვს.

„ვფიქრობ, ადამიანები უნდა განვსაჯოთ მონაცემებისა და საქმის მიხედვით, რომელსაც ისინი ეწევიან. მე არაფერს გიდასტურებთ, ჯერ გავიაროთ, საკმაოდ რთული გამოცდები აქვთ ყველას წინ, მათ შორის თადუმაძეს, საზოგადოება ხედავს კითხვებსაც და პასუხებსაც. საპარლამენტო განხილვების დროს ეს უფრო თვალნათელი გახდება და შემდეგ ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. მასთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მიმდინარეობს.