გია ვოლსკი - „მოქალაქეები“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაურთველობით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ
გია ვოლსკი - „მოქალაქეები“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაურთველობით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „მოქალაქეები“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაურთველობით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობენ.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა საკმაოდ საჩოთიროდ მიაჩნია ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტშია.

„შედეგებიდან გამომდინარე, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნათელი იქნება, საპარლამენტო ოპოზიციის მხარე ცდილობს, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარი თავიდან აიცილოს. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის საკითხს, თუ უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება თავმჯდომარე, ის უნდა იყოს მაკოორდინებელი და არბიტრი იმ სიტუაციაში, როცა მას განსახილველად უამრავი მასალა ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.