გია ვოლსკი - მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით ველაპარაკოთ
გია ვოლსკი - მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით ველაპარაკოთ

მოლაპარაკების მაგიდა იმიტომ კი არ არის, რომ ერთმანეთს შეძახილებით, ბურთით, ქვებით, ბოსტნებითა და მოედნებით ველაპარაკოთ, არამედ საარჩევნო ცვლილებებზე საქმე მოლაპარაკების მაგიდასთან გაირჩეს, თან საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით – ამის ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა კითხვაზე, ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე ახლა ბურთი მმართველი გუნდის მოედანზეა და გადაწყვეტილება სწორედ უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თვლის, რომ პოლიტპატიმარია ადამიანი, რომელმაც აწამა, დახოცა, დახოცილი ადამიანები მაღაზიის თავზე შემოაგდო და ასევე ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი წაიღო.

„ჩვენ ასე არ ვთვლით. მოედანზე ბურთის გადაგდება თუ ბოსტანში ქვის, ეს არ არის თემა. თემაა ის, რა სჭირდება საზოგადოებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ქვეყნის შიგნით და გარეთ უამრავი გამოწვევაა. გამორიცხულია, ოპოზიციას არ ესმოდეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა არ იყოს აუცილებელი იმისთვის, რომ მაგიდასთან პოზიციების შეთანხმებაზე დავიწყოთ საუბარი და არა შორიდან შეძახილებით. როცა ვსაუბრობთ, რომ 100/50 საარჩევნო მოდელზე, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესი. ეს ინტერესია საზოგადოების და ქვეყნის, რათა გამარჯვებულმა პარტიამ მთავრობის ჩამოყალიბება შეძლოს და ქვეყანა სტრესში არ ჩააგდოს, საითკენაც ის საზოგადოება მიისწრაფვის, რომელმაც თავს გაერთიანებული ოპოზიცია უწოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.