გია ვოლსკი - მკაცრი რეგულაციები საზოგადოებას ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისა და შავ ბაზარზე მოხვედრისგან დაიცავს
გია ვოლსკი - მკაცრი რეგულაციები საზოგადოებას ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისა და შავ ბაზარზე მოხვედრისგან დაიცავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებაზე მკაცრი რეგულაციები წესდება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული რეგულაციები საზოგადოებას ნარკოტიკული საშუალების გავრცელებისა და შავი ბაზარზე მოხვედრისგან დაიცავს.

„მარიხუანას მოხმარებაზე მკაცრი რეგულაციები წესდება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ვაკუუმს ქმნის და ცვლილებები შესაბამისად მომზადდა. შეიძლება, რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდეს“, – დასძინა ვოლსკიმ.

მარიხუანას მოხმარების რეგულირების საკითხზე კანონპროექტს დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაიხილავენ.