გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია გმირად და ტანჯულად ვერ აქცია, მელიას შეეძლო, გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა იმ სადისტურ რეჟიმს
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია გმირად და ტანჯულად ვერ აქცია, მელიას შეეძლო, გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა იმ სადისტურ რეჟიმს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია გმირად და პოლიტიკურ ტანჯულად ვერ აქცია. ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიამ ადამიანებში ციხის შიში გააქრო.

ვოლსკის თქმით, საქართველოში ადამიანებმა ციხის დიდი ხანია დაკარგეს, თუმცა არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ ადამიანებს აღარ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო და რომლის აქტიური ნაწილი იყო მელიაც და ბევრი პოლიტიკოსიც, რომელიც ტელეეკრანებიდან ახლა ხალხს ჭკუას ასწავლიან.

„გადაწყვეტილებასაც სააკაშვილი იღებს და სხვათა შორის, მან მიიღო გადაწყვეტილება – ნიკა მელია ციხეში მჯდარიყო თუ არა, გადაეხადა თუ არა გირაო, გამოსულიყო თუ არა ციხიდან. ის გმირად და პოლიტიკურ ტანჯულად ვერ აქცია. ნიკა მელიას შეეძლო, გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა იმ სადისტურ რეჟიმს, რომელსაც დღემდე სააკაშვილი განაგებს. თუ მელია რჩება ამ შემადგენლობაში, ეს ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.