გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, ის დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი აღშფოთებული შეიკრიბება
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, ის დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი აღშფოთებული შეიკრიბება

მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები ნათელი მაგალითია, რა შეიშლება ადამიანმა წარმოთქვას რეალობისა და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან, ხიბლშია ჩავარდნილი, თითქოს, რეალობას არ უნდა თვალი გაუსწოროს, მაგრამ ვფიქრობ, ის ერთადერთია, ვინც ოპოზიციის ლიდერად მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მის გარდა არ არსებობს სხვა ლიდერი. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვინც „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად შეიძლება, მოვიაზროთ, ასევე თავად „ნაცმოძრაობაც“ ცდილობს, როგორმე ამ ბოდვაში გაამართლოს სააკაშვილი. რეალურად, საზღვრის უკანონო კვეთაზე არავინ საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრაქტიკულად ის არშემდგარი შეთქმულება, რომელიც იყო ჩაფიქრებული. ის დააჯერეს, რომ გადმოკვეთდა საზღვარს და მთელი საქართველო გაერთიანდებოდა, რომ რევოლუციური პროცესი განევითარებინათ. შემდეგ დააჯერეს, რომ მას გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული და გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას. შემდეგ დააჯერეს ან თვითონ დაიჯერა, რომ არჩევნებში გამარჯვებული „ნაცმოძრაობაა“. ეს გარკვეულ ინდიკაციადაც შეიძლება, მივიღოთ, თუ რა მდგომარეობაშია თვითონ პიროვნულად, რას აპირებდა და რეალობისა და ფანტაზიების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, რა შეიშლება ადამიანმა წარმოთქვას, როდესაც სავსებით კონკრეტული დანაშაულებისათვის ასამართლებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.