გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ავსტრიის ელჩის განცხადება დიპლომატიურ ეტიკეტს მნიშვნელოვნად არღვევს
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში ავსტრიის ელჩის განცხადება დიპლომატიურ ეტიკეტს მნიშვნელოვნად არღვევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში ავსტრიის ელჩის არად ბენკოს განცხადება დიპლომატიურ ეტიკეტს მნიშვნელოვნად არღვევს და ასეთი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია.

საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ სააგენტო „ბი ემ ჯი სთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთან ნაკლებობა უშლის ხელს“.

​გია ვოლსკის თქმით, თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკასაც ახასიათებთ, ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს.

„მთავარი თემა რაც არის, ეს არის შეფასება და რეიტინგები, რომელიც გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ნებისმიერი ელჩის მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.